დრამა ლიგა 2-ში, “სპაერის” პატარა სასწაული მარტვილის “მერანს”

“ლობჟანიძე ფენერბახჩეს სატრანსფერო სიაშია” – თურქული მედია
აპრილი 21, 2022 19:35
“ყარაბაღი გუგეშაშვილს სრულფასოვან კონტრაქტს სთავაზობს” – აზერბაიჯანული მედია
აპრილი 22, 2022 10:09

კრისტალბეთ ეროვნული  ლიგა 2 საინტერესოდ მიმდინარეობს, ტურის დაწყებამდე შეიძლება ვერ გამოგვერჩია ტურის ცენტრალური მატჩი, მაგრამ ნამდვილად შეგვეძლო გვეთქვა, რომ ეს მატჩი “სპაერისა” და მარტვილის “მერანს” შორის დაპირისპირება ნამდვილად არ იქნებოდა მათი სატურნირო მდგომარეობიდან და სათამაშო ფორმიდან გამომდინარე.

მატჩი მოსალოდნელი ტემპით განვითარდა და ლიგის ლიდერი “მერანი” მეათე წუთზევე ლაშა ჩალაძემ ზვიად სიხარულიას პასით დააწინაურა. პირველი ტაიმი ამ ანგარიშითვე დამთავრდა.

მეორე ტაიმიც იდენტური სცენარით განვითარდა და მეორე ტაიმის მეათე წუთზე მარტვილელებმა მეორე ბურთიც გაიტანეს.

ყველაფერი აირია მარტვილელთა მალელი ფორვარდის, შეიხნე სილას გაძევებით, რამაც მასპინძლები 10 კაცით დატოვა.

ასე მოახლოვდა მატჩის დასკვნითი თხუთმეტი წუთი, დასავლელების გეგმებში უბრალოდ დარჩენილი დროის გაყვანა გახლდათ, მაგრამ თბილისელები ასე არ ფიქრობდნენ.

80-ე წუთზე თემურ ბექაურმა შეძლო და შეამცირა სხვაობა, რასაც ზუსტად ექვს წუთში ლევან პაპავას პირველი გოლი მოჰყვა. თბილისელები ერთ ქულას არ დაჯერდნენ და ბოლო, 90-ე წუთზე ლევან პაპავამ თავისთვის დუბლი, ხოლო გუნდისთვის სამი ქულა ჩაწერა აქტივში.

შეგახსენებთ, რომ ასეთი დრამატული მატჩის შემდეგ მარტვილელები ისევ პირველ პოზიციას იკავებენ, ხოლო თბილისის “სპაერი” ისევ უკანასკნელ, მეათე პოზიციაზე რჩება.

Share