ს.კ გონიო – ახალი ინოვაციური აჭარული პროექტი წარმატების გზაზე

“ყარაბაღი გუგეშაშვილს სრულფასოვან კონტრაქტს სთავაზობს” – აზერბაიჯანული მედია
აპრილი 22, 2022 10:09
LIVE – ვალენსია 🆚 ბეტისი – ესპანეთის თასის ფინალი
აპრილი 23, 2022 23:58

საფეხბურთო კლუბი “გონიო” 2021 წელს, ქალაქ გონიოში დაარსდა და რეგიონული ლიგის დასავლეთის ჯგუფში ასპარეზობდა, სადაც 13 მატჩის მოგება მოახერხა და მეხუთე ადგილი დაიკავა.

გუნდი საშინაო მატჩებს გონიოს მოედანზე ატარებს, თუმცა წინა სეზონში ქედაში და ახალსოფელშიც მოუწია მატჩების ჩატარება.

როგორც კლუბის ხელმძღვანელობა იუწყება, საფეხბურთო კლუბი ბავშვთა აკადემიის განვითარებას ისახავს მიზნად.

“გონიოს” ბავშვთა აკადემია ძირითადად ბავშვებს მიიღებს მახოს, თხილნარის, ჭარნალის, ახალსოფლის, გონიოს, კვარიათის და სარფის ტერიტორიებიდან.

ამ ტერიტორიებზე ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს 6-დან 14 წლამდე ბავშვების უფასო ტრანსპორტირებას.

ამასთან დასავლელები კლუბის გრძელვადიან მიზნებს გვამცნობენ – მათი მიზანი უახლოეს 5 წელიწადში საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ასპარეზობის უფლების მოპოვებაა.

აჭარლებს კი შეგახსენებთ, რომ “გონიოს” ხელმძღვანელობა მოსახლეობასთან შეხვედრას 15 მაისს, 15:00 საათზე აპირებს და გონიოს სტადიონზე გელოდებათ.

Share