თბილისის დინამო 🆚 ბათუმის დინამო – დედაქალაქური გუნდი ნავსის გატეხვას შეეცდება

თასი ქართველი ფეხბურთელებისაა – რაკოვი პოლონეთის ჩემპიონია
მაისი 2, 2022 22:14
Transfermarkt: ხვიჩა კვარაცხელია თვის ყველაზე ნახვადი ფეხბურთელი გახდა
მაისი 3, 2022 09:34

ეროვნული ლიგის მე-12 ტურში, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, თბილისის “დინამო” ბათუმის “დინამოს” დაუხვდება.

სატურნირო მდგომარეობიდან გამოწვეული დაძაბულობის გარდა დედაქალაქელებს, გაორმაგებული მოტივაციისთვის სხვა მიზეზიც აქვთ, მტკვრისპირელები აჭარლების დამარცხებას, მათი ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ არც თუ ისე ხშირად ახერხებენ, საერთო სტატისტიკა კი ასეთია :
დინამო თბილისი – 2 მოგება
ფრე – 3
დინამო ბათუმი – 6 მოგება
ტურის ცენტრალური მატჩისთვის ორივე გუნდს მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვს, თბილისელებს დისკვალიფიკაციის გამო პაპავა და ანტილევსკი დააკლდებათ, ბათუმის დინამო კი გუნდის ლიდერს ჯოვინო ფლამარიონს და ოლექსანდრ აზაცკის მოისაკლისებს.
საინტერესო და აღსანიშნავია ბილეთების გაყიდვის კარგი ტენდენცია, მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენთვის არსებული ინფორმაციით 4000 -ზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია.
შეგახსენებთ, რომ ბილეთების ფასი 2 და 5 ლარია, ხოლო სკოლის მოსწავლეები Scool Card -ის მეშვეობით უფასოდ შეძლებენ მატჩზე დასწრებას.
დინამოების დაპირისპირება თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება, მატჩის მთავარი არბიტრი კი გიორგი ყრუაშვილი იქნება.
Share