ლა ლიგის 35-ე ტურის შეხვედრაში ბილბაოს “ატლეტიკი” გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიას” დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
მამარდაშვილმა ესპანეთში თამაშის განმავლობაში მატჩის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი მესამედ დაიმსახურა.
“მამარდაშვილი უბრალოდ შოუმენია. ბედნიერები ვართ, რომ ის გვყავს და ჩვენს გუნდშია “,- განაცხადა ვალენსიას ფეხბურთელმა მაქსი გომესმა.
საქართველოს ნაკრბის 21 წლის მეკარემ დღევანდელ შეხვედრაში 5 სეივი განახორციელა. სტატისტიკურმა ვებ-გვერდმა Sofscore-მა მამარდაშვილის თამაში 8.3 ბალით შეაფასა.
“ღამურებს” 35 ტურის შემდეგ 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებენ.