საბოლოო მოლაპარაკებები წინაა – ჩაკვეტაძე ჰამბურგში დარჩება?

▶️ VIDEO/სეივები – გიორგი მამარდაშვილი 🆚 “ბილბაო”
მაისი 8, 2022 12:13
▶️ VIDEO ბილენკის ეფექტური გოლი ბოლნისის “სიონის” წინააღმდეგ
მაისი 8, 2022 17:29

გიორგი ჩაკვეტაძის “ჰამბურგმა” საშინაო არენაზე “ჰანოვერთან” გამარჯვების შემდეგ, ფარიდე ალიდუსა და მანუელ ვინცჰაიმერი რომლებიც სეზონის ბოლოს ჰამბურგს ტოვებენ მატჩის დაწყებამდე გამოემშვიდობა.

გერმანული Mopo.de წერს, რომ თავდაპირველად  ალიდუსთან და ვინცჰაიმერთან ერთად კიდევ ორი ფეხბურთელთან გიორგი ჩაკვეტაძესთან და კაუფმანთან გამომშვიდობება იგეგმებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.  მიზეზი ერთია, ყველა შემთხვევაში საბოლოო მოლაპარაკებები მაინც უნდა ყოფილიყო და ოფიციალური გამოსამშვიდობებელი დრო არ აღმოჩნდა შესაფერისი.

ჩაკვეტაძის, კაუფმანის და გიამერას წასვლასთან დაკავშირებით, ჰამბურგის მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა. “ჩვენ ისევ შევიკრიბებით სეზონის ბოლოს”,- განაცხადა ტიმ ვოლტერმა..

Share