რუსული გამოცემების ინფორმაციით, აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, ჯემალ გუბაზმა რუსეთის სპორტის მინისტრის მოადგილესთან, ოდეს ბაისულტანოვთან შეხვედრა გამართა და რუსეთის ჩემპიონატში აფხაზური გუნდის ჩართვაზე ისაუბრა.
“Chempionat.com-ის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სოჭისა და აფხაზეთის ფეხბურთში თანამშრომლობის საკითხები, ასევე 2022/2023 წლების სეზონიდან აფხაზური საფეხბურთო კლუბის FNL-2-ში ჩართვის შესაძლებლობა.
შეხვედრის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ საკითხებისა და მათი გადაჭრის გზების ერთობლივად შესწავლის შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ რუსეთსა და აფხაზეთს შორის სპორტის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ამჟამად, რუსეთის სპორტის სამინისტრო განიხილავს ოფიციალური სპორტული ღონისძიებების კალენდარს და მიმდინარეობს მუშაობა შეჯიბრის ფორმატის შეცვლაზე”,- წერს რუსული გამოცემა.