ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” სტუმრად “ბილბაოს” დაუპირისპირდა და უგოლო ფრე ითამაშა.
სეზონში მესამედ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ ქართველი მეკარე გახდა. 21 წლის მეკარემ ხუთი სეივი გააკეთა და საკუთარი გუნდი მარცხისგან გადაარჩინა.
სტატისტიკურმა ვებ-გვერდმა whoscored-მა მამარდაშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.