ცხელი ჩემპიონთა ლიგა ზღვისპირა ბათუმში – რა უნდა ვიცოდეთ ბათუმის დინამოს 2022 წლის ევროპულ ვოიაჟზე

▶️ VIDEO ოთარ კაკაბაძის საგოლე გადაცემა პლოცკის წინააღმდეგ
მაისი 13, 2022 21:07
გიორგი წიტაიშვილი ჩემპიონთა ლიგაზე ? – ქართველი ახალ გუნდს უახლოვდება
ივნისი 28, 2022 23:02

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლის სეზონის ფინალისტები უკვე გარკვეულია, ამასობაში ქართველი გულშემატკივარი ემზადება მორიგი ევროსეზონისთვის, სადაც ისტორიაში პირველად ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ქვეყანას ბათუმის ”დინამო” წარმოადგენს.

როგორც უკვე ვიცით, ბათუმლები აღნიშნულ ტურნირზე განუთესავთა შორის არიან, რაც მათ სავარაუდო მეტოქეებად ”ყარაბაღს, მალმიოს, ლუდოგორეცს, შერიფს, ბოდო გლიმტს, ფერენცვაროშს, სლოვან ბრატისლავს, დუდელანჟს, ჰაიდუკ სპლიტს, ნიუ სეინტს, ჟალგირისს, ლინკოლნ რედ იმპსს, შემროკ როვერსს”, რუმინეთის ჩემპიონატის გამარჯვებულსა და სლოვენიის ჩემპიონატის გამარჯვებულ კლუბებს აქცევს.

უშუალოდ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 14 ივნისს, ხოლო მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 15 ივნისს გაიმართება.

ცნობილია ისიც, რომ ბათუმის დინამო პირველი ეტაპის მატჩებს 5-6 და 12-13 ივლისს გამართავს, ხოლო მეორე ეტაპის მატჩებს (გასვლის შემთხვევაში) 19-20 და 26-27 ივლისს

იმ შემთხვევაში, თუ ბათუმური კლუბი პირველ საკვალიფიკაციო რაუნდს ვერ დაძლევს, უეფას რანგით მესამე ჩემპიონატში, უეფას კონფერენს ლიგაზე მოუწევს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩართვა, რაც საგრძნობლად ამცირებს ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსებს, ხოლო თუ ისინი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევენ, მინიმუმ კონფერენს ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებენ.

აღსაღნიშნავია ისიც, რომ ბათუმურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა გარანტირებულს ხდის მათთვის რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში მოხვედრას, რაც თბილისის ”დინამოს” (2005 წელი, უეფას თასი) გარდა არცერთ ქართულ კლუბს არ მოუხერხებია.

ბათუმს არასდროს უმასპინძლია ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის, მაგრამ თავს დავდებთ, რომ უდაოდ საოცარ და გრანდიოზულ საფეხბურთო ატმოსფეროს გვპირდება ბათუმის ”აჭარაბეთ არენა”.

Share