საქართველო V ესპანეთი ისევ ძველ დარბაზში ? – ჩვენი ნაკრები შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს

გენტმა სეზონისთვის მზადება დაიწყო – რა ხდება გიორგი ჩაკვეტაძის გარშემო ?
ივნისი 28, 2022 23:29
დღეს ბათუმში დიდი მატჩია – სრული ანშლაგი და დინამოების დერბი აჭარაბეთ არენაზე
ივნისი 29, 2022 00:12

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩებისთვის ემზადება.

ჩვენი კალათბურთელები 1 ივლისს უკრაინას, რიგაში, ხოლო 4 ივლისს ესპანეთს, თბილისში დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მოახლოვებული შეხვედრებისთვის თითქმის ოპტიმალურია, გუნდს დაუბრუნდნენ კალათბურთელები ამერიკიდან, გუნდთან ერთადაა თორნიკე შენგელიაც,  სანდრო მამუკელაშვილი გუნდთან არსებული კონტრაქტიდან გამომდინარე ჯერ საზაფხულო ლიგას ითამაშებს, შემდეგ კი ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპზე შეუერთდება ჩვენს ნაკრებს.

წინასწარ დაანონსებულია, რომ ჩვენი ნაკრები ესპანეთს ახლადაშენებულ დარბაზში დაუპირისპირდება, თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ახალ დარბაზში ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ ერთი ვარჯიში გამართა, რის შემდეგაც მომზადება კვალინდებურად გივი კარტოზიას სახელობის დარბაზში განაგრძო, ასევე ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა ესპანეთთან მატჩის ბილეთების გაყიდვა, რაც გულშემატკივარში დამატებით კითხვებს აჩენს.

სატურნირო დატვირთვით საქართველოს ნაკრებისთვის ორივე შეხვედრა მნიშვნელოვანია, იმ შემთხვევაში თუ ჩვენი კალათბურთელები ორივე შეხვედრაში გამარჯვებას მოახერხებენ, პირველ შესარჩევ ჯგუფურ ეტაპს პირველ ადგილზე დაასრულებენ და მეორე, ძირითად შესარჩევ ჯგუფში ქულების უფრო დიდი მარაგით და უკეთესი პოზიციით გადავლენ, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსებს მკვეთრად გაზრდის.

საქართველოს და უკრაინის ნაკრებების შეხვედრა პირველ ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზეა ჩანიშნული.

Share