საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი წიტაიშვილი დიდი ალბათობით კარიერას პოლონეთის ჩემპიონში, პოზნანის “ლეხში” გააგრძელებს.
ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით. პოლონური გუნდი ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით სერიოზულად არის დაინტერესებული, წიტაიშვილი ამჟამად კიევის “დინამოსთან” ერთად წინასასეზონო შეკრებაზე იმყოფება.
პოზნანის “ლეხის” შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, ნიკა კვეკვესკირი ასპარეზობს, მომდევნო სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგაზე პოლონეთს სწორედ “ლეხი” წარადგენს, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მათი მეტოქე აზერბაიჯანული “ყარაბაღი” იქნება.