ახლახან, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა კვენტინ ჰალისი 4 სეტში დაამარცხა და ტურნირის 1/16 ფინალში გავიდა.
მომდევნო ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე რაიტჰოვენსა და ოპელკას შორის გამარჯვებული იქნება, აღნიშნული შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი მომდევნო ეტაპის შეხვედრას პირველ ივლისს გამართავს, გამარჯვების შემთხვევაში კი უდიდესი ალბათობით ნოვაკ ჯოკოვიჩზე გავა.