ჩაკვეტაძე სლოვანში ? – ქართველს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა

შესანიშნავი თამაში ბათუმში – ბათუმის დინამომ ისევ მოიგო
ივნისი 29, 2022 22:56
“გულშემატკივრებს განსაკუთრებულ თავდადადებას ვპირდებით” -ვასილ ლობჟანიძე
ივნისი 30, 2022 23:27

22 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე შესაძლოა სლოვაკეთის ჩემპიონატში, კერძოდ კი მოქმედ ჩემპიონ ბრატისლავის “სლოვანში” ვიხილოთ.

სლოვაკურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძესა და გუნდს შორის ყველაფერი უკვე მოგვარებულია, ახლა ჯერი კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხება, თუ გუნდები შეთანხმდნენ ჩაკვეტაძე ბრატისლავური გუნდის მაისურს მოირგებს.

შეგახსენებთ, რომ “სლოვანი” ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის “დინამოს” შეხვდება, პირველი მატჩი ბრატისლავაში, საპასუხო შეხვედრა კი ბათუმში გაიმართება.

Share