“გულშემატკივრებს განსაკუთრებულ თავდადადებას ვპირდებით” -ვასილ ლობჟანიძე

ჩაკვეტაძე სლოვანში ? – ქართველს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
ივნისი 30, 2022 00:48
ოფიციალურად : გიორგი ჩაკვეტაძის ახალი გუნდი ცნობილია
ივლისი 1, 2022 18:08

2015 წლის შემდეგ პირველად საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტ-სერიის მატჩებს  საქართველოში გამართავს. “ბორჯღალოსნები” 3 ივლისს  ქუთაისის “აია არენაზე” არგენტინა XV-ს შეხვდებიან. არგენტინა  XV “პუმების” სარეზერვო გუნდია და  არგენტინის ნაკრების სარეზერვო გუნდად ითვლება, რომელიც საქართველოში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობითაა ჩამოსული.  მთავარი მატჩი კი, ლევან მაისაშვილის გუნდს 10  ივლისს იქნება. “ბორჯღალოსნები”  ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე”  იტალიას დაუპირისპირდებიან. არსებული რეალობიდან გამომდინარე ვაღიაროთ, რომ ამ მატჩში იტალია ფავორიტია, მაგრამ გამორიცხული არაფერია.  ტესტ-სერიას კი, “ბორჯღალოსნები”  16  ივლისს ქუთაისში პორტუგალიასთან დაამთავრებენ.

 

დიდი სარაგბო მატჩების წინ,  ჩვენ ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს ვასილ ლობჟანიძეს ვესაუბრეთ.

 

“სავარჯიში პროცესი კარგად მიდის. დატვირთული სეზონის შემდეგ, რთულია  ისევ ასეთი მაღალი დონის მატჩებში მონაწილეობა, მაგრამ  ყველა დიდი მოტივაციით ველოდებით  მოახლოებულ მატჩებს და თავს არ დავზოგავთ. ჯერ, არგენტინა XV-ის წინააღმდეგ გვაქვს სათამაშო, რომელიც საკმაოდ სერიოზული გუნდია. იტალიამ  დაამტკიცა, რომ პროგრესირებადი გუნდია. ბოლო 6 ერზე საკმაოდ მაღალი დონის რაგბი აჩვენა და უელსის დამარცხებაც შეძლო.   ურთულესი თამაში იქნება, მაგრამ გულშემატკივარს ბოლომდე თავდადებას და კარგ თამაშს ვპირდებით.

საკლუბო სეზონითაც საკმაოდ კმაყოფილი ვარ. “ბრივში” დიდი სათამაშო დრო მქონდა და პრაქტიკის ნაკლებობას არ განვიცდი. ამ კლუბთან კიდევ ორი წელი მაკავშირებს კონტრაქტი და მომდევნო სეზეონებსაც “ბრივში” გავატარებ.

იტალიასთან მატჩს რა დატვირთვაც აქვს, ასეთ მატჩებში გულშემატკივარს  უდიდესი ძალა აქვს. დარწმუბებული ვარ სტადიონი გაივსება და  საოცარი ატმოსფერო იქნება.”-გვითხრა ვასილ ლობჟანიძემ

Share