ოფიციალურად : გიორგი ჩაკვეტაძის ახალი გუნდი ცნობილია

“გულშემატკივრებს განსაკუთრებულ თავდადადებას ვპირდებით” -ვასილ ლობჟანიძე
ივნისი 30, 2022 23:27
“ჩემპიონობის მოპოვება მინდა” – გიორგი წიტაიშვილის პირველი კომენტარი ახალი გუნდიდან
ივლისი 1, 2022 18:53

22 წლის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ბრატისლავის “სლოვანში” გააგრძელებს. ყველაზე ტიტულოვანი სლოვაკური გუნდი ახალ ტრანსფერს უკვე ადასტურებს, თუმცა ჩაკვეტაძის სახელი სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში არ ფიგურირებს.

ჩვენი ინფორმაციით ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, ყველაფერი შეთანხმებულია და ოფიციალური წარდგენაც მალე იქნება.

ბრატისლავის “სლოვანის” მთავარი მწვრთნელი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ვლადიმირ ვაისია, გუნდში კი ჯაბა კანკავა და გურამ კაშია ასპარეზობენ.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “სლოვანი” ბათუმის “დინამოს” შეხვდება, პირველი მატჩში 6 ივლისს ბრატისლავაში, განმეორებითი შეხვედრა კი 13 ივლისს, ბათუმში გაიმართება.

Share