ევროსეზონის დაწყებამდე, ვაგნერ გონსალვეშის დაკარგვის შემდეგ, გორის “დილამ” ბარბადოსის ნაკრების 20 წლის ნახევარმცველი, ტიერი გალე დაიმატა.
ფეხბურთელი ბოლოს უნგრეთის ჩემპიონატში, კერძოდ კი “ჰონვედში” ასპარეზობდა, გასულ სეზონში გალემ უნგრული კლუბის მაისურით 8 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა არც გოლი გაუტანია და ვერც საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.