ქართველი ლეგიონერების განრიგი ევროტურნირებზე – ვინ სად და როდის ითამაშებს 👇🏻

▶️ VIDEO – ვინ არის გორის დილას ბარბადოსელი ახალწვეული უნგრეთის ჩემპიონატიდან ?
ივლისი 1, 2022 22:59
“სჯობს წიგნები წაიკითხონ” – აინარს ბაგატკისის მატჩის შემდგომი კომენტარი
ივლისი 2, 2022 00:53

2022/23 წლების ევროტურნირებზე ქართულ გუნდებთან ერთად რამდენიმე ქართველ ფეხბურთელსაც ვიხილავთ, ყველა მათგანი გათამაშებაში სხვადასხვა საკვალიფიკაციო ეტაპებიდან ჩაერთვება, უეფას მიერ ორგანიზებული ტურნირების  საკვალიფიკაციო ეტაპებზე ქართველი ფეხბურთელების განრიგი ასეთია :

ნიკა კვეკვესკირი/გიორგი წიტაიშვილის “ლეხი” VS ლუკა გუგეშაშვილის “ყარაბაღი” – ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, პირველი 5 ივლისს – 22:00

გიორგი ხარაიშვილის “ფერენცვაროში” VS “ტობოლი”, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, პირველი მატჩი 6 ივლისი – 20:00

 

გურამ კაშიას, გიორგი ჩაკვეტაძის და ჯაბა კანკავას “სლოვანი VS ბათუმის “დინამო”, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, პირველი მატჩი 6 ივლისს – 22:30

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება გათამაშებაში ოთარ კიტეიშვილის “შტურმი”, ხოლო პლეი-ოფის სტადიიდან დაიწყებს გამოსვლას დავით ხოჭოლავას “კოპენჰაგენი”, ორივე გუნდის მეტოქე ცნობილი მოგვიანებით გახდება.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება ჩემპიონთა ლიგაზე რეზი ინჯგიას აპოლონი, მათი მეტოქე ასევე მოგვიანებით გაირკვევა.

ასევე ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს გაგი მარგველაშვილის “შკუპი”, ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონები პირველ ეტაპზე 5 ივლისს “ლინკოლნს” შეხვდებიან. შეხვედრა 10:45 – წუთზე დაიწყება.

ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს ვაკო გვილიას “რაკოვი”, 21 ივლისს პოლონელები “ასტანას” 22:30 – წუთზე შეხვდებიან.

გორის “დილას” წინააღმდეგ მოუწევს ფინური “კუპსის” რიგებიდან თამაში ნიკა სიჭინავას, პირველი შეხვედრა ფინეთში, 7 ივლისს 20:00 – საათზე გაიმართება.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება საქმეში ბუბა დაუშვილის და გიორგი ქვილითაიას “აპოელი”, 20 ივლისს კვიპროსული გუნდი პლოვდივის “ბოტევს” შეხვდება.

უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ, ავსტრიული “ვოლფსბერგის” ქართველი მცველები, ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე, მათი მოწინააღმდეგეც მოგვიანებით გაირკვევა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში მხოლოდ ერთადერთ ქართველ ფეხბურთელს, იტალიური “ნაპოლის” ახალ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას აქვს განაღდებული, ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრები 5-6 სექტემბერს გაიმართება

Share