“ჩემპიონობის მოპოვება მინდა” – გიორგი წიტაიშვილის პირველი კომენტარი ახალი გუნდიდან

ოფიციალურად : გიორგი ჩაკვეტაძის ახალი გუნდი ცნობილია
ივლისი 1, 2022 18:08
▶️ VIDEO – უკრაინელთა მწვრთნელის უღირსი საქციელი – რა მოხდა საქართველო – უკრაინის მატჩის შემდეგ
ივლისი 1, 2022 22:14

ინფორმაცია რომელიც რამდენიმე დღის წინ გამცნეთ ოფიციალურად დადასტურდა, 21 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კარიერას პოლონეთის ჩემპიონში, პოზნანის “ლეხში” გააგრძელებს.

ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ წიტაიშვილმა კლუბის მედიასთან ისაუბრა:

”პოლონეთის ჩემპიონატში 7 შეხვედრა უკვე ჩავატარე, ვნახე, რომ მაღალი დონეა, არის კარგი მოედნები,  მაღალი დონის გუნდები და არიან კარგი ფანები, “ლეხში” გადმოსვლა ჩემთვის კარგია, რადგან “ლეხს” დიდ გუნდად მივიჩნევ, ჩვენ ვითამაშებთ ჩემპიონთა ლიგაზე და მე გუნდისთვის დახმარება მსურს,  მინდა ჩემპიონატის მოგება, რადგან უფრო მეტი ტიტული გვქონდეს” – მოვისმენთ ლეხის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში

გარდა გიორგი წიტაიშვილისა, პოზნანურ გუნდში ასპარეზობს ნიკა კვეკვესკირიც, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “ლეხი” ლუკა გუგეშაშვილის “ყარაბაღს” შეხვდება.

Share