“სჯობს წიგნები წაიკითხონ” – აინარს ბაგატკისის მატჩის შემდგომი კომენტარი

ქართველი ლეგიონერების განრიგი ევროტურნირებზე – ვინ სად და როდის ითამაშებს 👇🏻
ივლისი 1, 2022 23:41
იტალია დამარცხებელია – ქართული რაგბის დიდი გამარჯვება
ივლისი 10, 2022 21:55

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, უკრაინამ საქართველოს ნაკრები რიგაში, 13 ქულიანი სხვაობით დაამარცხა.

მატჩის შემდეგ, უკრაინელთა ლატვიელმა მწვრთნელმა, აინარს ბაგატკისმა ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და გამარჯვება უხამსი ჟესტით აღნიშნა, რასაც ქართველების მიერ კამათი და ჩხუბი მოჰყვა.

ამ ყველაფრის შესახებ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე უკრაინელთა მთავარმა მწვთნელმა ისაუბრა :

მე წესები კარგად ვიცი და თამაშის კოდექსსაც მშვენივრად ვიცნობ. მესმის, რომ წუთშესვენება მეტოქის დასამცირებლად არ უნდა აიღო. მაგრამ ტურნირი ჯერ არ დამთავრებულა და მოვლენათა ნებისმიერი განვითარების შანსი არსებობს. თუ კი ქართველები და მათი ვარსკვლავები რაიმეთი უკმაყოფილოები არიან, მაშინ მათ ცოტა გავლა სჭირდებათ, აჯობებს წიგნები წაიკითხონ,” – განაცხადა აინარს ბაგატკისმა

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 4 ივლისს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

Share