იტალია დამარცხებელია – ქართული რაგბის დიდი გამარჯვება

“სჯობს წიგნები წაიკითხონ” – აინარს ბაგატკისის მატჩის შემდგომი კომენტარი
ივლისი 2, 2022 00:53
დაპირისპირება ბათუმში – ჩხუბი დინამო V ლეხი-ს მატჩამდე
ივლისი 29, 2022 17:59

ისტორია დაწერილია. ცხელი ზაფხულის საღამოს ბათუმში tier 1-ის ქვეყანა, 6 ერის წევრი იტალიის ნაკრები 28:19 დავამრცხეთ. რა თქმა უნდა, ამ მატჩის გამარჯვებით რა თქმა უნდა დიდი ერის კარს არავინ შეგვიღებს და მსოფლიო რაგბიში ძირეული ცვლილებიც არ იქნება, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე tier 1 გუნდის დამარცხება საქართველოს სახელს მსოფლიო სარაგბო რუკაზე კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს.

“ბორჯღალოსნებისთვის” მატჩი იდეალურად დაიწყო. იტალიელები ჩვენს რაქში ჩავარდნენ. თედო აბჟანდაძემ ჯატიმა დერეფანში გადაიტანა. დერეფნის დამაჯერებლად მოგების შემდეგ, კარგი მოლი ვერ შევკარი, მაგრამ ვასილ ლობჟანიძემ რამდენიმე ფაზიანი მიძალებების შემდეგ ფეხი შეაცურა, რომელსაც ჩათვლის მოედანში ნახტომით სანდრო თოდუამ მიასწრო და მატჩის პირველი ლელო მიითვალა. მალევე, საქართველოს ნაკრების და ფრანგული “ლიონის” ფულბეკმა, ქართული რაგბის გამორჩეულმა ტალანტმა დავითნინიაშვილმა ჰაერში საოცრად ითამაშა. მაღალი ბურთი მოიგო, ბრწყინვალე სოლორეიდი განახორციელა, რომელსაც თედო აბჟანდაძე ბრწყინვალედ მიყვა და “ბორჯღალოსნების” მგეზავმაც ლელო დაამიწა მეტოქის ჩათვლის მოედანში. გარდასხვა თედომ თავადვე შეასრულა ზუსტად და საქართველოს ნაკრები 12:0 დააწინაურა.

ამის შემდეგ, იტალიელებმა შემოგვიტიეს, თუმცა ჩვენი ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დაცვაში საოცრად იდგნენ. ერთ მომენტში იტალიელებმა მაინც მოახერხეს ჩვენი დაცვის გარღვევა და ედაურდო პადოვანიმ დაგვალელოვა. გარდასახვა ტომასო ალანიმ შეასრულა ზუსტად. ალანიმ ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმაც მიაყოლა და იტალია 12:13 დაწინაურდა. მიუხედავად ამისა, დავით ნინიაშვილმა ისევ აჩვენა უმაღლესი კლასი და ლელო ისევ თედო აბჟანდაძემ დაამიწა მეტოქის ჩათვლის მოედანში. გარდასხვა ამჯერად ზუსტი იყო.

მეორე ტაიმი გაცილებით დაძაბული იყო. ლელოები ვერ ვიხილეთ, მაგრამ საქართველოს ნაკრები დაცვაში საოცარი თავგანწირვით თამაშობდა მეტოქეს, რომელსაც ბურთი მეტად ჰქონდა, არაფრის საშუალებას აძლევდა. მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანა შეძლეს, რომელსაც აბჟანდაძემ ასევე ზუსტი საჯარიმო დარტყმით უპასუხა.

მიუხედავად, “აძურის” ტერიტორიული უპირატესობისა, “ბორჯღალოსნების საოცარი დაცვის და თავგანწირვის ხარჯზე შევძელით ისტორიული გამარჯვების მოპოვება. მატჩის 70-ე წუთზე გელა აფრასიძემ საკუთარი ნახევრიდან შეძლო ჯარიმის გატანა.

ეს საქართველოსა და იტალიის სარაგბო ნაკრებების მეხუთე შეხვედრა იყო და საქართველოს პირველი გამარჯვება მოიპოვა.

Share