დაპირისპირება ბათუმში – ჩხუბი დინამო V ლეხი-ს მატჩამდე

იტალია დამარცხებელია – ქართული რაგბის დიდი გამარჯვება
ივლისი 10, 2022 21:55
მატეო პოლიტანო: “კვარაცხელიამ ყველაზე მეტად გამაოცა, მისი ძლიერი მხარე დრიბლინგია”
აგვისტო 2, 2022 15:04

გუშინ, ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის “დინამო” შინ პოზნანის “ლეხს” დაუხვდა. მატჩამდე ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა, პორველი მატჩის შემდეგ ბათუმელებს 5 ბურთიანი სხვაობა ჰქონდათ აღმოსაფხვრელი, მატჩი თანაბარი გამოდგა, მთავარი მოვლენები კი მატჩამდე და მატჩის შემდეგ საფეხბურთო ფანებს შორის მოხდა.

თამაშის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, ბათუმის სტადიონთან “ლეხის” ფანები, მსვლელობით გამოჩნდნენ. მასპინძლების მიმართ აგრესიულად განწყობილმა ეგრედწოდებულმა საფეხბურთო ხულიგნებმა პასუხი მალევე მიიღეს, ადგილობრივ მოსახლეობასთან დაწყებულ დაპირისპირებაში რამდენიმე “ქომაგების” წარმომადგენელიც ჩაერია და საბოლოოდ ხელჩართული ჩხუბი მივიღეთ. რამდენიმე წუთში საკუთარი გულშემატკივრის ღირსების დასაცავად შავი ზღვის “პირატებიც” გამოჩნდნენ და მაქსიმალურად ავიწროვებდნენ პოლონელ ფანებს.

მატჩის დროს ადგილობრივ გულშემატკივარსა და პოზნანელ ფანებს შორის ჩხუბი არ მომხდარა, თუმცა პერიოდულად ხდებოდა ლუდით სავსე ბოთლების და სხვადასხვა ნივთების ერთმანეთის მიმართებით სროლა. თამაშის შემდეგ პოლონელი ხულიგნები სტადიონიდან პოლიციის თანხლებით გააცილეს სასტუმრომდე, სადაც მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ბათუმელი ფანები და სხვადასხვა შეძახილებით თუ სიმღერებით ცდილობდნენ მოწინააღმდეგის გამოწვევას, თუმცა მადგილობრივი სამართალდამცავები მთელი ღამე ადგილზე იმყოფებოდნენ და სიტუაციას აკონტროლებდნენ.

 

 

Share