იტალიური “ნაპოლის” შემტევმა ნახევარმცველმა მატეო პოლიტანომ “მალიორკასთან” გამართული მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა.
“ახალწვეულებიდან კვარამ ყველაზე მეტად გამაოცა, ახალგაზრდა და ძლიერი ფეხბურთელია, დიდი პერსპექტივა აქვს. მას განვითარება უნდა ვაცალოთ და ბევრ შეხვედრას მოგვაგებინებს. მისი ყველაზე ძლიერი მხარე დრიბლინგია “, – თქვა პოლიტანომ.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 3 აგვისტოს “ჟირონას” წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება კვარაცხელიას, მან აქამდე ჩატარებულ 4 შეხვედრაში თავი სამი გოლით და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ნეაპოლური გუნდი სერია A-ს პირველი ტურის მატჩს 15 აგვისტოს “ვერონას” წინააღმდეგ ჩაატარებს.